Read
How to Win an Information War
Currently Reading — 2024
ავტორი: პიტერ პომერანცევი
ეს წიგნი ოსტატურად აღწერს გებელსის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრიტანელი პროპაგანდისტის, სეფტონ დელმერის არასტანდარტული მიდგომების წარმატებას და ადარებს თანამედროვე რუსული პროპაგანდის მიღწევებს და ინოვაციებს.
წიგნი მოგვითხრობს ბრიტანული პროპაგანდისტის, სეფტონ დელმერის გამარჯვების ისტორიას გებელსის ნაცისტურ პროპაგანდაზე.
დელმერი ჯერ კიდევ 1941 წელს ლაპარაკობდა “ლიბერალურ ბაბლებში” ჩაკეტვის პრობლემაზე, რომ ვისი საქციელის შეცვლაც გინდა, იმას უნდა ელაპარაკო, და არა იმას, ვინც უკვე შენიანია.
წინა მცდელობებისგან განსხვავებით, დელმერმა პროპაგანდა მომართა არა (უკვე მისიანი) “ლიბერალებისკენ”, არამედ გერმანიის ნაცისტური მოსახლეობისკენ, და მსმენელების ყველა რეკორდი მოხსნა (ხშირად მის რადიოგადაცემებს ოფიციალურ გერმანულ არხებზე მეტი ადამიანი უსმენდა.
წიგნის ინგლისური ვერსია მარტივად იძებნება გუგლში.
მოკლე დასკვნა
პროპაგანდა ძირითადად არა ფაქტებით, არამედ ემოციებით მანიპულირებს. პროპაგანდა მსხვერპლს სთავაზობს ემოციურ მიკუთვნებას, თემურ კავშირს და იდენტობას, რასთანაც ლოგიკური არგუმენტები უძლურია და ახალი იდენტობის შეთავაზების გარდა მსხვერპლს დამოუკიდებლად მოქმედების უნარიც უნდა გავუღვიძოთ.

