Category: წიგნები
-
Peter Pomerantsev How to win an information war
ეს წიგნი ოსტატურად აღწერს გებელსის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრიტანელი პროპაგანდისტის, სეფტონ დელმერის არასტანდარტული მიდგომების წარმატებას და ადარებს თანამედროვე რუსული პროპაგანდის მიღწევებს და ინოვაციებს. მოკლე დასკვნა: პროპაგანდა ძირითადად არა ფაქტებით, არამედ ემოციებით მანიპულირებს. პროპაგანდა მსხვერპლს სთავაზობს ემოციურ მიკუთვნებას, თემურ კავშირს და იდენტობას, რასთანაც ლოგიკური არგუმენტები უძლურია და ახალი იდენტობის შეთავაზების გარდა მსხვერპლს დამოუკიდებლად მოქმედების უნარიც უნდა გავუღვიძოთ.…
-

სწრაფვა მტკიცედ შეკრული საზოგადოებისკენ
ავტორი: რობერტ ნიზბეთი ეს წიგნი 1953 წელს დაიწერა და წინასწარმეტყველივით აღწერს ინდივიდუალიზმის აღზევებით გამოწვეულ გაუცხოებას, რაც ჩვენთვის დღეს ასეთი ნაცნობია: თავისუფლების მაგივრად — იზოლაცია; დამოუკიდებლობის მაგივრად — მარტოსულობა, თვითრეალიზაციის მაგივრად — დაკარგულობის შეგრძნება. ტექნოლოგიამ, ინდუსტრიალიზმმა, რაციონალიზმმა, ინდივიდუალიზმმა, ურბანიზაციამ და ბევრმა სხვა გიგანტურმა სოციალურმა ძალებმა ბევრი დადებითი ცვლილება მოიტანეს, მაგრამ ამასთან ერთად ადამიანი მოწყვიტეს საუკუნობით გამჯდარ…
-

როგორ მოვიგოთ საინფორმაციო ომი
ავტორი: პიტერ პომერანცევი წიგნი მოგვითხრობს ბრიტანული პროპაგანდისტის, სეფტონ დელმერის გამარჯვების ისტორიას გებელსის ნაცისტურ პროპაგანდაზე. დელმერი ჯერ კიდევ 1941 წელს ლაპარაკობდა “ლიბერალურ ბაბლებში” ჩაკეტვის პრობლემაზე, რომ ვისი საქციელის შეცვლაც გინდა, იმას უნდა ელაპარაკო, და არა იმას, ვინც უკვე შენიანია. წინა მცდელობებისგან განსხვავებით, დელმერმა პროპაგანდა მომართა არა (უკვე მისიანი) “ლიბერალებისკენ”, არამედ გერმანიის ნაცისტური მოსახლეობისკენ, და მსმენელების ყველა…
-

დემოკრატიის რეკონსტრუქცია: ჩარლზ ტეილორი, პატრიცია ნანცი
https://www.hup.harvard.edu/books/9780674244627
-

ძალაუფლების როლი სამოქალაქო წინააღმდეგობაში
სათარგმნია ჯინ შარპის მონოგრაფიდან.
-

წიგნი: ძალაუფლების ახალი ქსოვილი, ხალხი და პოლიტიკა: ინტერესთა დაცვის და მოქალაქეთა ჩართულობის სამოქმედო სახელმძღვანელო
მიმოხილვა ჯერ არ არის დაწერილი. იხილეთ ბმული.
