როგორ თესავს ნიჰილიზმს პროპაგანდა

“ნიჰილიზმს თესავენო”, არ გაინტერესებთ, ვინ შვება ამას და კონკრეტულად როგორ ახერხებს?

ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს რუსულ პროპაგანდას, რომელიც უნიკალური ინოვაციაა და რადიკალურად განასხვავებს საბჭოთა პროპაგანდისგან:

საბჭოთა (და ძველი სტილის) პროპაგანდა შავზე გეუბნებოდა, თეთრიაო და შენც თუ ამას გაიმეორებდი და იტყოდი, მთავრობას ვემხრობიო, მშვიდად შეგეძლო ყოფილიყავი.

პუტინმა (და სურკოვმა) დაამუღამა, რომ არაა საჭირო ყველა შენი მომხრე იყოს. თუ გინდა, გეწინააღმდეგებოდნენ — მთავარია, ეს ცარიელი სიტყვებად დარჩეს, მოქმედებაში არ გადაიზარდოს და შენს წინააღმდეგ ხელი არავინ არ გაანძრიოს.

ამიტომ რუსული პროპაგანდა ფაქტებში კი არ გარწმუნებს, არც იმას გაიძულებს, მისკენ იყო — საერთოდ არ გარწმუნებს არაფერში, არამედ ცდილობს, შენში გამოიწვიოს უმოქმედობა.

შენ კიდე თუ გინდა, თავი ოპოზიციონერი გეგონოს.

ამიტომ, თუ ხალხში პროპაგანდის გავლენის გაზომვა გინდა, უნდა დააკვირდე, რამდენად სჯერა ხალხს, რომ “პოლიტიკა ბინძური საქმეა”, “სიმართლეს არავინ გეტყვის”, “ყველას პირადი ინტერესი ამოძრავებს”, “ოპოზიცია არაფრის მაქნისია”, და ა.შ.

ამ ფრაზებს მარტო მოსახლეობა კი არა, აქტივისტებიც იმეორებენ.

ესე იქმნება ნიჰილიზმი და უმოქმედობა, არაფერი ჯადოსნური არაა, უბრალოდ ამ ფრაზებით აერორებენ ტვინს (სინამდვილეში ადამიანის ემოციურ ბირთვს), რო ხელი ჩაიქნიო.

ამ პატარა ვიდეოშია ეს განსხვავება ახსნილი:
https://www.youtube.com/watch?v=pdS-lwb58KU

უფრო დეტალური გარჩევა:
https://m.youtube.com/watch?v=_j6Vg7yLx54

მექანიზმი, როგორ ახერხებენ პატარა ფრაზები ტვინის დაერორებას:
https://www.theguardian.com/books/article/2024/may/20/the-big-idea-the-simple-trick-that-can-sabotage-your-critical-thinking