ავტორი: რობერტ ნიზბეთი
ეს წიგნი 1953 წელს დაიწერა და წინასწარმეტყველივით აღწერს ინდივიდუალიზმის აღზევებით გამოწვეულ გაუცხოებას, რაც ჩვენთვის დღეს ასეთი ნაცნობია: თავისუფლების მაგივრად — იზოლაცია; დამოუკიდებლობის მაგივრად — მარტოსულობა, თვითრეალიზაციის მაგივრად — დაკარგულობის შეგრძნება.
ტექნოლოგიამ, ინდუსტრიალიზმმა, რაციონალიზმმა, ინდივიდუალიზმმა, ურბანიზაციამ და ბევრმა სხვა გიგანტურმა სოციალურმა ძალებმა ბევრი დადებითი ცვლილება მოიტანეს, მაგრამ ამასთან ერთად ადამიანი მოწყვიტეს საუკუნობით გამჯდარ ადგილობრივ საზოგადოებებს (ეკლესიას, სამეზობლოს, სტაბილურ სამუშაო გარემოს და ა.შ.).
ერთი მხრივ, ადამიანები გათავისუფლდნენ მტკიცედ შეკრული საზოგადოების მოვალეობებისგან, წნეხისგან და ზოგჯერ ჩაგრვისგან, მაგრამ მეორე მხრივ დაკარგეს ახლო ჯგუფებთან ადამიანური კავშირი, რომლების გარეშეც, კონსერვატიული იდეების თანახმად, პიროვნების ფსიქოლოგია სრულად თვითრეალიზებული ვერ იქნება.
(ნამდვილი) კონსერვატიული იდეები, რომლებიც ჯერ კიდევ გასხივოსნების ეპოქის შემდეგ, საფრანგეთის რევოლუციის დროს აღწერდნენ ინდივიდუალიზმის და ლიბერალიზმის პოტენციურ უარყოფით მხარეებს და საფრთხეებს, ჯერ კიდევ რელევანტურია, და მტკიცედ შეკრული საზოგადოება (community) შეიძლება ადამიანების დღევანდელი გაუცხოების და საზოგადოებაში არაპირადული, უსახო ჩაკარგვის გამოსავლად მოგვევლინოს.
წიგნი Amazon-ზე.
უფასო ონლაინ ვერსია ინტერნეტ არქივში.