საჯარო სივრცეში თეთრი შარფის ტარება რეპრესირებული ადამიანების მხარდაჭერის სიმბოლოა. მას ძირითადად ოჯახის წევრები, განსაკუთრებით ქალები ატარებენ.
ამ სიმბოლოს ძლიერი და ემოციური ისტორია აქვს, რომლის მთავარი გმირებიც არგენტინაში მთავრობის მიერ გაუჩინარებული მოქალაქეების დედები არიან.
როცა არგენტინაში რეჟიმის მიერ ადამიანების მოტაცებამ და უკვალოდ გაუჩინარებამ რეგულარული ხასიათი მიიღო, მათმა დედებმა ცენტრალურ მოედანზე თეთრი შარფით შეკრება და რეჟიმისგან შვილებზე პასუხის მოთხოვნა დაიწყეს.
მათ “მაიოს მოედნის დედები” დაარქვეს (Madres de Plaza de Mayo), რადგან ხელში შვილის ფოტოები ეჭირათ წარწერით, “სად არის ჩემი შვილი?”.
როცა რეჟიმმა პასუხად ამ დედების შეკრებებზე აგენტი შეაგზავნა და მათ სათითაოდ გაუჩინარებაზე გადავიდა, დედების შეკრებები ერთბაშად შეწყდა. თითქოს პროტესტი საბოოოდ ჩაცხრა, და რეჟიმმაც ჩათვალა, რომ თითქოს პრობლემა მოაგვარა.
რამდენიმე თვის შემდეგ, ერთბაშად გაივსო ქუჩები, გაივსო ცენტრალური მოედანიც და პროტესტმა იმხელა ზომებს მიაღწია, რომ რეჟიმი იძულებული იყო, დათმობებზე წასულიყო.
აღმოჩნდა, რომ დედებს სულაც არ შეუწყვეტიათ შეკრება. საფრთხის გამო, ისინი ეკლესიაში, სანთლის დანთების დროს ცვლიდნენ პატარა წარწერიან ფურცლებს, და ასე გეგმავდნენ შემდეგ მოქმედებებს.
დედების ამ პროტესტმა საბოლოოდ არგენტინაში დემოკრატიული მთავრობის მოსვლა გამოიწვია.
წყარო და ვრცელი სტატია:

